ინსტრუქცია შეფასებისათვის
შეფასების ყოველი კომპონენტისთვის წარმოდგენილია კრიტერიუმი, რომელიც შეესაბამება მონოგრაფიის კონკრეტული კომპოზიციური ელემენტის სტანდარტს. შეფასება გულისხმობს ექსპერტ-რეცენზენტის პასუხს კითხვაზე თუ რამდენად შეესაბამება ნაშრომი, ცალკეული ელემენტის მიხედვით, წარმოდგენილ სტანდარტს - საკმარისად, ნაწილობრივ, არასაკმარისად.
შესაბამისი შეფასების აღნიშვნისთვის მონიშნეთ შესაბამისი „წრე“:
საკმარისად - მასალა სრულ შესაბამისობაშია კრიტერიუმის მოთხოვნასთან. შეიძლება რამდენიმე შემთხვევაში (არა უმეტეს 10 შემთხვევისა) დაშვებულ იყოს უზუსტობა, ან უმნიშვნელო ხასიათის ხარვეზი/შეცდომა.
ნაწილობრივ - მასალა ნაწილობრივ შეესაბამება კრიტერიუმის მოთხოვნას. შეიძლება ერთ შემთხვევაში დაშვებულ იყოს არსებითი ხასიათის უზუსტობა/შეცდომა, რაც მოითხოვს ამ ნაწილის კორექტირებას.
არასაკმარისად - მასალა არ შეესაბამება კრიტერიუმის მოთხოვნას. შეიძლება დაშვებულ იყოს, როგორც არა არსებითი, ისე ერთზე მეტი არსებითი ხასიათის შეცდომა.
შესაბამის უჯრაში კომენტარის გაკეთება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კრიტერიუმის ფარგლებში, ნაშრომი შეფასებულია „ნაწილობრივ“ და ექსპერტი მასალის კორექტირებას აუცილებელად მიიჩნევს, ან შეფასებულია „არასაკმარისად“, ან კრიტერიუმის ტექსტში მითითებულია „კონკრეტულად“.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 555 35 11 34